Loading data...
„ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთვის ზიანის მოყენებას“ - ისრაელის არმიის პრესსპიკერი ლიბანის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სოფლების ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს „ჰეზბოლაზე“ თავდასხმების წინ.

როგორც მედია წერს, ზელაიას, ლიბაიას, იოჰმორ ალ-ბექას, სოჰმორის, კელაიას და დლაფის მცხოვრებლებს მითითება აქვთ, გაემართონ ქალაქ კარაუნისკენ, რომელიც ისრაელის საზღვრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.

„ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა აიძულებს ისრაელის თავდაცვის ძალებს, ძალის გამოყენებით იმოქმედოს მის წინააღმდეგ ამ ტერიტორიებზე და ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთვის ზიანის მოყენებას“, - აცხადებს არმიის პრესსპიკერი, პოლკოვნიკი ავიჩაი ადრაი.