1756285240
უცხოეთი
ჩუკოტკის სანაპიროსთან რუსულ ტანკერზე აფეთქება მოხდა

ჩუკოტკის სანაპიროსთან რუსულ ტანკერზე აფეთქება მოხდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ტანკერი ქვეყნის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნებოდა.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, აფეთქების შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.
„ეს ინციდენტი ადასტურებს საგანგაშო ტენდენციას და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსული ტანკერების ფლოტის ტექნიკური მდგომარეობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა. აფეთქებები, ხანძრები, ნავთობის ან ტოქსიკური ნივთიერებების გაჟონვა იმ „ჩრდილოვანი ლოგისტიკის“ პირდაპირი შედეგია, რომელსაც კრემლი სანქციების ზეწოლის გვერდის ავლის მცდელობის გამო იღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.