Loading data...
ჩრდილოეთ საფრანგეთში ავტომობილი ხალხში შევარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩრდილოეთ საფრანგეთში, კანში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, მსუბუქი ავტომობილი ხალხში შევარდა, - ამის შესახებ BBC წერს.

როგორც მედია წერს, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

„მანქანა განზრახ დაეჯახა ფეხით მოსიარულეებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივმა პრეფექტმა დევიდ კლავიერმა და დასძინა, რომ დაშავებულთაგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც ცნობილია, ბართან ახლოს კაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ადამიანების ჯგუფში ავტომობილით შევარდა.

პოლიციის განცხადებით ბრალდებული დაკავებულია. 

„ამ ეტაპზე ტერორისტულ მოტივს არ განვიხილავთ, თუმცა გამოძიება ახლახან დაიწყო“, - განაცხადა ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ბრუნო კოტანსომ.