ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ცნობით, საუბარია მცირე მანძილის ბალისტიკურ რაკეტებზე. მანამდე ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთ კორეამ მაისში გაუშვა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანა ტაკაიტიმ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვებას მის უსაფრთხოებაზე არ უმოქმედია. ტოკიო ამ საკითხზე აშშ-სთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს.
11 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ფხენიანში დიდი სამხედრო აღლუმი ჩაატარა და იქ ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო იუწყება, რომ რაკეტის, „ხვასონ-20“-ის ფრენის მანძილი მას აშშ-ის ტერიტორიაზე მიზნების განადგურების შესაძლებლობას აძლევს.