Loading data...
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მათი თვითმფრინავები გრენლანდიაში ჩაფრინდებიან

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) განაცხადა, რომ მათი სამხედრო თვითმფრინავები უახლოეს პერიოდში გრენლანდიაში, პიტუფიკის სამხედრო ბაზაზე ჩაფრინდებიან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავები ჩაერთვებიან „NORAD-ის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილ ღონისძიებებში“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებები დანიის ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული და ჩართულ ძალებს მონაწილეობისთვის გააჩნიათ შესაბამისი დიპლომატიური ნებართვა.

გრენლანდიის მთავრობა, ასევე, ინფორმირებულია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. NORAD რეგულარულად ატარებს ოპერაციებს ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის მიზნით“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.