Loading data...
ჩინეთში ვიზიტამდე 1 კვირით ადრე ინდოეთმა ბირთვული ქობინით აღჭურვილი რაკეტა გამოცადა - CNN

ინდოეთმა წარმატებით გამოცადა ადგილობრივი წარმოების საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც მისი გეოპოლიტიკური მეტოქის, ჩინეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა შეუძლია, - აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, რაკეტა სწორედ მაშინ გამოცადეს, როცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ჩინეთში პირველი ვიზიტისთვის ემზადება.

რაკეტა სახელწოდებით - „Agni 5“ ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში გაუშვეს. 

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 5000 კილომეტრზე მეტია. 

„ინდოეთი და ჩინეთი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გავლენისთვის სასტიკ ბრძოლაში არიან ჩართულნი. ორივე ქვეყანას ცივი ურთიერთობა აქვს მას შემდეგ, რაც 2020 წელს ჰიმალაის საერთო საზღვარზე მომხდარმა სასიკვდილო შეტაკებებმა ისინი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად დააშორა“, - წერს ამერიკული მედია. 

„სიენენი“ აღნიშნავს, რომ ინდოეთი ცდილობს დაეწიოს ჩინეთს, რომელიც თავის არსენალს აფართოებს. ივნისში გამოქვეყნებული SIPRI-ის ანგარიშის თანახმად, ჩინეთს ამჟამად დაახლოებით 600 ბირთვული ქობინი აქვს, ხოლო ინდოეთს - 180.