Loading data...
ჩინეთში კიბერთაღლითების კლანის წარმომადგენლები სიკვდილით დასაჯეს

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რომლებიც მიანმარის ონლაინ-თაღლითობის ცენტრებთან იყვნენ დაკავშირებულები. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ჩინური მედიის ცნობით, ბაის კლანი მიანმარში ონლაინ-თაღლითობის ცენტრების ქსელს მართავდა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში, სხეულის განზრახ დაზიანებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, თაღლითობაში და პროსტიტუციისთვის იძულებაში. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ასევე დამნაშავედ ცნეს 11 ტონა ამფეტამინის გაყიდვის მცდელობაში.

მიანმარში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს, კიბერდანაშაულის მრავალი ცენტრი მოქმედებს, იქ ათასობით ადამიანი მუშაობს. იქ მოქმედი დანაშაულებრივი ბანდები უზარმაზარ მოგებას ნახულობენ თაღლითობითა და ინტერნეტში აზარტული თამაშებით. ისინი ასევე უცხოელების ექსპლუატაციას ეწევიან, რომლებიც მიანმარში ძალით ჩაჰყავთ და იქ სკამ-ცენტრების უკანონო საქმიანობაში მონაწილეობენ.