Loading data...
ჩინეთში ავტომაგისტრალის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა - Deutsche Welle

ჩინეთის პროვინცია გუანდუნში ავტომაგისტრალის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Deutsche Welle სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა. შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა.

სამხრეთ ჩინეთში ჩქაროსნული გზის მონაკვეთი ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 2:10 საათზე, ძლიერი წვიმის გამო, ჩამოინგრა.

ქალაქ მეიჭოუს მთავრობის ცნობით, გზის 17,9 მეტრის სიგრძის მონაკვეთის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში 23 მანქანა მოჰყვა.