Loading data...
ჩინეთმა მრავალჯერადი კოსმოსური რაკეტა წარმატებით გამოცადა

ჩინეთმა პირველად წარმატებით გამოცადა მრავალჯერადი კოსმოსური რაკეტა. „ჩანჩჟენ-10ბ“. რაკეტა ვენჩანის კოსმოდრომიდან გაუშვეს. სტარტიდან 6 წუთში რაკეტას მისი პირველი საფეხური გამოეყო და ის ზღვაში მდებარე პლატფორმაზე დაფრინდა. ის იქ სპეციალური ქსელებით დაიჭირეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

რაკეტამ დაგეგმილ ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა თანამგზავრი. ამ ინფორმაციის შემდეგ ჩინეთის აეროკოსმოსური კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა.

„ჩანჩჟენ-10ბ“ არის კომერციული მრავალ;ჯერადი რაკეტა თხევად საწვავზე. მისი სიგრძე 63 მ, ხოლო დიამეტრი 5 მ-ია, რაკეტას დედამიწის ორბიტაზე 16 ტონამდე ტვირთის გატანა შეუძლია.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ეს ფაქტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი მრავალჯერადი რაკეტების სფეროში აშშ-ის დომინაციის დასრულების გზაზე. ჩინური Long March 10B ტვირთამწეობით ილონ მასკის SpaceX-ის რაკეტას, Falcon 9-ს შეიძლება შევადაროთ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2027 წელს ჩინეთი მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდის გაშვებას აპირებს.