Loading data...
ჩინეთმა გერმანიას გაასწრო და რუსეთში ლუდის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახდა

ჩინეთმა გაასწრო გერმანიას და რუსეთის ბაზარზე ლუდის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთმა წინა წელთან შედარებით რუსეთში ლუდის მიწოდება 1,5-ჯერ გაზარდა. ამ პერიოდში ჩინეთიდან რუსეთში 33,4 მლნ დოლარის ლუდია ექსპორტირებული.

მეორე ადგილზე ჩეხეთი გავიდა, რომელმაც რუსეთში თითქმის ორჯერ ნაკლები, 15,6 მლნ აშშ დოლარის ლუდი გაყიდა. გერმანიამ კი მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა - 12,2 მლნ აშშ დოლარი. ამ ქვეყნიდან რუსეთში ლუდის ექსპორტი ბოლო წლებში 6-ჯერ შემცირდა.

რუსეთში ლუდის ექსპორტი ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც - ბელგიიდან, ლატვიიდან, ნიდერლანდებიდან და პოლონეთიდან შემცირდა.

„კომერსანტის“ ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ლუდის ექსპორტი ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმამდე შემცირდა.