Loading data...
ჩინეთისთვის 125%-იანი ტარიფების შემოღების შემდეგ ტრამპმა სი ძინპინს მეგობარი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.

ტრამპმა მას შემდეგ, რაც ჩინეთისთვის 125-პროცენტიანი ტარიფი შემოიღო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს მეგობარი უწოდა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის სი ძინპინთან შეხვედრას ან მოლაპარაკებების გამართვას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.

„რა თქმა უნდა, ის ჩემი მეგობარია. რა თქმა უნდა, მე მას შევხვდებოდი“, - დასძინა ტრამპმა.