Loading data...
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი „კრიტიკულ ეტაპზეა“

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გუო ჯიაკუნმა მხარეებს ირანის ომში „ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ახლა „კრიტიკულ“ ფაზაშია.

„გადაუდებელ პრიორიტეტად რჩება ყველა შესაძლო ძალისხმევის გამოყენება საომარი მოქმედებების განახლების თავიდან ასაცილებლად. ამჟამინდელი რეგიონული სიტუაცია კრიტიკულ გარდამავალ ეტაპზეა ომსა და მშვიდობას შორის“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ პეკინი მზადაა, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან „პოზიტიური და კონსტრუქციული როლის შესასრულებლად“.

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის ეს  განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაახანგრძლივა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მხარეებს მეტი დრო ჰქონდეთ.