1745939307
უცხოეთი
ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა.
მედიის ცნობით, გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 3 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 22 სახანძრო მანქანა და 85 მეხანძრე იყო ჩართული.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოუწოდა ხელისუფლებას, დაადგინონ ცეცხლის გაჩენის მიზეზი და პასუხი აგებინონ დამნაშავეებს.