ჩინეთის და აშშ-ის შეთანხმების შემდეგ, ბაზარზე აქციების ფასი გაიზარდა - BBC

შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, ჩინეთის და ამერიკის მხრიდან, ურთიერთსაწინააღმდეგო ტარიფების პროცენტული მაჩვენებლები, - იუწყება BBC. მომავალში, აშშ ამ ტარიფებს 145%-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთის საპასუხო ტარიფები, ამერიკულ საქონელზე, 125%-დან 10%-მდე შემცირდება.
ორი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, უკვე, შედეგი მოყვა და შაბათ-კვირის შემდეგ, ბაზარზე სააქციო ფასებმა, ნელ-ნელა, მოიმატა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტარიფებს ისევ გაზრდის, თუ შემდგომი პროგრესი არ იქნება მიღწეული.
„ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისთვის ზიანის მიყენებას“, - აღნიშნა მან, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ და დასძინა, რომ „ჩინეთი ძალიან მძიმედ ზარალდება“. „ისინი[ჩინეთი] ქარხნებს ხურავდნენ, დიდი არეულობა ქონდათ, ახლა ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ჩვენთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადმა მოახერხეს“, - თქვა ტრამპმა შეხვედრაზე.
აშშ-ის პრეზიდნტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან საუბარს „მომავალი კვირისთვის“ გეგმავს.