1785428594
უცხოეთი
ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ პეკინი თეირანს ასობით გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიაწვდის
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პეკინი თეირანს 300-დან 400-მდე ჩინური წარმოების გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გაუგზავნის. ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, იარაღის ღირებულება 60-დან 70 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
„ეს ინფორმაცია ყალბი და სრულიად უსაფუძვლოა. ჩინეთის როლი ყოველთვის იყო მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტის დასრულება“, - განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინგმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ირანს იარაღს მიაწვდის, ის „საკმაოდ იმედგაცრუებული“ იქნება.