ჩინეთი „ცალმხრივ დაშინებას“ ეწინააღმდეგება და ვენესუელას მხარდაჭერას უცხადებს - Reuters
„ჩინეთი ვენესუელას მხარდაჭერას უცხადებს და „ცალმხრივ დაშინებას“ ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ვენესუელელ კოლეგას განუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ვანგ იმ ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრ ივან გილთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთი და ვენესუელა სტრატეგიული პარტნიორები არიან და ურთიერთნდობა, მხარდაჭერა ორმხრივი ურთიერთობების ტრადიციაა.
„ჩინეთი თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ესმის და მხარს უჭერს ვენესუელის პოზიციას მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში“, – თქვა მან.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს „უკანონო რეჟიმი მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის იყენებს“.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, მრავალი მიზეზის გამო, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.