ჩინეთი თავის მოქალაქეებს იაპონიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის ელჩი დაიბარა და საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავება სთხოვა.
„ბოლო დროს იაპონიის ლიდერებმა ტაივანის შესახებ პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, რამაც ხალხთა შორის ურთიერთობის ატმოსფერო სერიოზულად დააზიანა. სიტუაცია იაპონიაში ჩინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩინეთის საელჩო მოუწოდებს ჩინეთის მოქალაქეებს, რომ უახლოეს მომავალში იაპონიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ“, - აცხადებს იაპონიაში ჩინეთის საელჩო.
შეგახსენებთ, იაპონიასა და ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტაივანზე თავდასხმამ, შეიძლება იაპონიის შეიარაღებული ძალების კუნძულზე განთავსება გამოიწვიოს.