Loading data...
ჩინეთი შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობით - The Telegraph

მოსკოვში ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან „რუსეთ-ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების“ შესახებ ისაუბრებს. თუმცა, ქვეყნებს შორის სადავო საკითხებიც იქნება, კერძოდ, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების გაღრმავება, - ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება.

ცნობილია, რომ მოსკოვმა და ფხენიანმა გასულ წელს თავდაცვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლეს.

როგორც The Telegraph-ში აღინიშნა, ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია ჩინეთის „უმცროს ძმად“ ითვლება, ამიტომ რუსეთის მხარეს გადასვლა პეკინისთვის როგორც პოლიტიკური, ასევე, სამხედრო დარტყმა იქნება.

„ჩინეთი შეშფოთებულია რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკას შორის სამხედრო თანამშრომლობით, რადგან თუ ეს საბოლოოდ ჩრდილოეთ კორეელებს არმიის მოდერნიზაციაში დაეხმარება, ეს მათ ყველანაირი რამის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთსა და ჩინეთში სტრატეგიული პოლიტიკის ექსპერტმა მეთიუ სასექსმა