ჩინეთი ევროკავშირს უცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წაგებას ვერ შეეგუება - CNN

ჩინეთი ევროკავშირთან აცხადებს, რომ ვერ შეეგუება რუსეთის დამარცხებას უკრაინასთან. ინფორმაციაზე CNN ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, პეკინს საჯარო ნეიტრალიტეტი აქვს კონფლიქტში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს განუცხადა, რომ პეკინს არ შეუძლია შეეგუოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წაგებას, რადგან ამ ფაქტმა, შესაძლოა, აშშ-ს საშუალება მისცეს, რომ მთელი ყურადღება ჩინეთზე გადაიტანოს.
აღიარება გასულ კვირას, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელ კაია კალასთან ოთხსაათიანი შეხვედრის დროს მოხდა, რომელიც „მოიცავდა მკაცრ, მაგრამ პატივისცემით სავსე საუბრებს კიბერუსაფრთხოებასთან, იშვიათ მიწებთან, სავაჭრო დისბალანსთან, ტაივანთან და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით“.
როგორც ოფიციალური პირი მედიას უყვება, ვანგის კერძო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ პეკინმა შესაძლოა, უკრაინაში გაჭიანურებული ომი ამჯობინოს, რაც ხელს შეუშლის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან მეტოქეობაზე ფოკუსირება მოახდინოს. „პეკინს გეოპოლიტიკურად გაცილებით მეტი საფრთხე ემუქრება უკრაინის კონფლიქტში, ვიდრე მის მიერ აღიარებულ ნეიტრალიტეტის პოზიციას“, - აცხადებს სანდო წყარო CNN-თან.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულარულ ბრიფინგზე პრესსპიკერ მაო ნანგს ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც პირველად South China Morning Post-ში იყო საუბარი და რომელმაც კიდევ ერთხელ, დაადასტურა პეკინის დიდი ხნის პოზიცია სამწლიან კონფლიქტში.
„ჩინეთი უკრაინის საკითხში მხარე არ არის“, - აღნიშნა მაომ და დასძინა, რომ „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, ობიექტური და თანმიმდევრულია, რაც გულისხმობს მოლაპარაკებას, ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობას. უკრაინის კრიზისის გახანგრძლივება არავის ინტერესებს არ ემსახურება“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა.