Loading data...
ჩინეთი და პაკისტანი მხარეებს ირანში „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვიტისკენ“ მოუწოდებენ

ჩინეთმა და პაკისტანმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მხარეებს მოუწოდებენ, ირანში „ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ“ და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ. 

ჩინეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ვანგ იმ და იშაქ დარმა, პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნეს.

მათ მოუწოდეს ყველა მხარეს, უზრუნველყონ კომერციული და სამოქალაქო გემების უსაფრთხო გავლა ჰორმუზის სრუტეში და „დაიცვან გემებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება“, რომლებიც ჩარჩენილები არიან სრუტეში. 

„ჩინეთი და პაკისტანი მოუწოდებენ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენას კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

„ირანისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს“, - დასძინეს მათ.

ისლამაბადმა და პეკინმა მოუწოდეს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობასა და „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ენერგეტიკა, გამტკნარება, ენერგეტიკული ობიექტები და მშვიდობიანი ბირთვული ობიექტები“.

მათ მხარეებს ასევე მოუწოდეს გაეროს და საერთაშორისო სამართლის პრიმატის დაცვისკენ, „ხანგრძლივი“ მშვიდობის უზრუნველსაყოფად.