1787314410
უცხოეთი
ჩინეთი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკური მუქარა „არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის“
ჩინეთი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სანქციები „არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის“.
ტრამპმა პირობა დადო, რომ „უმძიმესი ეკონომიკური შედეგების“ წინაშე აღმოჩნდებიან ის ქვეყნები, რომლებიც თეირანთან საქმიან ურთიერთობას გააგრძელებენ, ხოლო ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მოგვიანებით პეკინს მოუწოდა, „ფეხი აუწყოს ახალ კურსს“.
ჩინეთი მიიჩნევს, რომ „სანქციები და ზეწოლის ტაქტიკა გამოსავალი არ არის“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჯიანმა ბრიფინგზე. მან მოუწოდა შესაბამის მხარეებს, მოაგვარონ დავა მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით და მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას.