1744718227
უცხოეთი
ჩინეთი აჩერებს ამერიკული Boeing-ების შეძენას

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინური ავიაკომპანიები ამერიკული საავიაციო გიგანტის, Boeing-ის თვითმფრინავებს აღარ შეიძენენ. ამის შესახებ france24 იუწყება.
ასევე, პეკინმა ავიაგადამზიდავებს ამერიკული კომპანიებისგან საავიაციო მოწყობილობების და დეტალების შეძენა აუკრძალა.
აშშ-სა და ჩინეთს შორის მარტის ბოლოდან სატარიფო ომი მიმდინარეობს. ამჟამად, ჩინურ პროდუქციაზე აშშ-ში 145%-იანი საბაჟო გადასახადია დაწესებული.
ამის საპასუხოდ, ჩინეთმა ამერიკულ პროდუქციას 125%-იანი ტარიფი დაუწესა. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას პეკინმა „უკანონო დაშინება“ უწოდა. ამასთანავე, ჩინეთში აცხადებენ, რომ საბაჟო ტარიფების კიდევ უფრო გაზრდას არ აპირებენ, რადგანაც ამას „აზრი არ აქვს“.