Loading data...
ჩეხური კომპანია ჩინეთში დრონებს ყიდულობდა და უკრაინაში 20-ჯერ უფრო ძვირად ყიდდა

ჩეხური კომპანია Reactive Drone ჩინეთში დრონებს ყიდულობდა და უკრაინაში მათ 20-ჯერ უფრო ძვირად ყიდდა. თაღლითური სქემის შესახებ Radiožurnál-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

ორი წლის განმავლობაში ჩეხურმა კომპანიამ ჩინეთში 36 მლნ კრონის (1 488 218 ევროს) ღირებულების დრონები შეიძინა და უკრაინას ის 692 მლნ კრონად (28 606 864 ევროდ) მიყიდა.

უკრაინიდან შემოსული თანხების დიდ ნაწილს ჩეხური კომპანია ისევ ჩინელებს აძლევდა. სქემა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის სახით მოქმედებდა.

ახლა ჩეხეთის ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ შეძლო ჩეხურმა კომპანიამ ამდენი ხნის განმავლობაში ამ სახით სამხედრო შესყიდვებზე მოგების მიღება.