1726328510
უცხოეთი
ჩეხეთში უამინდობისა და წყალდიდობის გამო ათეულობით მარშრუტზე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა
ჩეხეთში, უხვი ნალექის შედეგების გამო, ქვეყნის მასშტაბით ათეულობით სარკინიგზო ხაზის მოძრაობა შეჩერებულია.
მედიის ცნობით უამინდობისა და წყალდიდობის საფრთხის გამო, ჩეხეთის რკინიგზამ მგზავრებს მოუწოდა გადაედოთ შაბათ-კვირას დაგეგმილი მგზავრობა, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა. ქვეყნის მასშტაბით ათობით ხაზზე უკვე შეჩერებულია მოძრაობა, ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ხეების წაქცევაა.
„რკინიგზის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ყველა დაბრკოლების აღმოსაფხვრელად. ამ დროისთვის, მგზავრებს ვურჩევთ გადადონ შაბათ-კვირას დაგეგმილი მგზავრობა.
ამავე ცნობით, დაიხურა პარკები, რათა თავიდან აიცილონ ხეების დაცემის შემთხვევაში არსებული რისკები. დაიხურა პრაღის ზოოპარკიც.