Loading data...
ჩეხეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

ჩეხეთში ამერიკული წარმოების სამხედრო ვერტმფრენი Bell UH-1Y Venom ჩამოვარდა. 

როგორც მედია წერს, ავიაკატასტროფის შედეგად 1 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 4 დაშავდა. 

ამავე ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ქალაქ ნამეშტ ნად ოსლავოუში მდებარე 22-ე საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც პრაღიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 180 კილომეტრში მდებარეობს.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.