Loading data...
ჩეხეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა 40 ადამიანი

ჩეხეთში 20 ნოემბრის დილას ორი მატარებელი  ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Radio Prague International-ი იტყობინება. 

 მედიასაშუალების ცნობით, ერთმანეთს ექსპრეს და რეგიონული სამგზავრო მატარებლები შეეჯახნენ. 

შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მგზავრების ევაკუაცია სამაშველო სისტემის გამოყენებით განხორციელდა. 

დაშავებულებიდან 2 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.