Loading data...
„ჩეხეთს პუტინის არ ეშინია“ - ლიპავსკიმ დნეპრში დიპლომატიური მისია გახსნა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ დნეპრში ქვეყნის დიპლომატიური მისია გახსნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.

13 აგვისტოს ლიპავსკიმ ოფიციალურად გახსნა ჩეხეთის დიპლომატიური მისია დნეპრში, რომელიც კიევში ქვეყნის საელჩოს დაექვემდებარება.

„ჩეხეთს პუტინის არ ეშინია. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში“, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.