Loading data...
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა უკვე წავიდა მნიშვნელოვან დათმობებზე, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა

მსოფლიო უკრაინაში ომის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მიისწრაფვის, რომელსაც ჩეხეთის მთავრობაც მხარს უჭერს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრ მაცინკამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

„მოხარული ვარ, რომ მსოფლიო საბოლოოდ დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მიიწევს, რომელსაც ჩეხეთის მთავრობაც უჭერს მხარს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ორივე მხარეს მოლაპარაკება აიძულოს, დონალდ ტრამპია, რომელიც თავს „მშვიდობისმყოფელად“ წარმოაჩენს“, - აღნიშნა მაცინკამ.

თუმცა, უმაღლესი დიპლომატის აზრით, ტრამპის მოთმინება უსაზღვრო არ არის, ამიტომ ორივე მხარე მოლაპარაკებებს კონსტრუქციულად უნდა მიუდგეს. „უკრაინამ ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი დათმობები გააკეთა და ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა“, - აღნიშნა მან.

მაცინკას თქმით, დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი და რეალისტური გარანტიების უზრუნველყოფა შესაძლოა, უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ეფექტური ალტერნატივა იყოს. ამავდროულად, ჩეხი დიპლომატის თქმით, მათ შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ მომავალში რუსული აგრესია არ განმეორდეს.