Loading data...
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა და დემოკრატიული მსოფლიო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ, პუტინს კი სროლის გაგრძელება სურს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა და მსოფლიო საზოგადოება რუსეთისგან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ, კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მის მიერ გაჩაღებული ომის გაგრძელებას ცდილობს.

ლიპავსკიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა, პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს კიევთან სტამბოლში.

ამავდროულად, კრემლის მმართველს არ უხსენებია ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ მიერ შეთანხმებული წინადადება 30-დღიანი ზავის შესახებ.

„ყველაფერი მარტივია. უკრაინა და დემოკრატიული მსოფლიო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ, პუტინს კი სროლის გაგრძელება სურს“, - წერს ლიპავსკი.