ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინა მშვიდობის მისაღწევად მტკივნეულ დათმობებზე უნდა წავიდეს
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას „მტკივნეულ დათმობებზე“ წასვლა მოუწევს. ამის შესახებ მან კიევში უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატების გარეშე უკრაინაში ომის გადაჭრის გზა არ იქნება.
„ევროპისთვის მტკივნეულია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა და ევროპული ქვეყნები ამ ძალისხმევის გვერდის ავლით უნდა იყვნენ“, - განაცხადა პაველმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმების საკითხში კიევს მოუწევს მოიწევს მტკივნეულ დათმობებზე წასვლა.
„მივიჩნევ, რომ იქ [სამშვიდობო გეგმა] არის მთელი რიგი მტკივნეული დათმობები, რომლებზეც უკრაინა უნდა წავიდეს და მზადაა ეს გააკეთოს იმ პირობით, თუკი ეს მშვიდობამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა პაველმა.