1770553306
უცხოეთი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას მხარს უჭერს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას.
მისი თქმით, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ სოციალური მედია ბავშვებისთვის საზიანოა.
„ამის მომხრე ვარ, რადგან ჩემი ნაცნობი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ძალიან მავნებელია და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე“, - თქვა მან Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ზომებს კიდევ რამდენიმე ქვეყანა განიხილავს, მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთი, დანია და ესპანეთი.