1762456604
უცხოეთი
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა
ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა, „თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის“ (SPD) პარტიის ლიდერმა ტომიო ოკამურამ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა.
უკრაინის დროშა პარლამენტის შენობაზე 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ ფრიალებდა, როგორც თავდასხმის მსხვერპლი ქვეყნისადმი სოლიდარობის სიმბოლო.
Právě jsem nechal sundat ukrajinskou vlajku z budovy Poslanecké sněmovny pic.twitter.com/1dcxVrbAQs
— Tomio Okamura (@tomio_cz) November 6, 2025