ჩეჩნეთში ინფორმაციის მინისტრის მოადგილე გაუჩინარდა
ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრის მოადგილე საიდ-მაჰომედ ბაშიროვი ინტერნეტში მისი ინტიმური ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაუჩინარდა. ის, სავარაუდოდ, გაიტაცეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ვიდეოზე ბაშიროვი სქესობრივ ორგანოს სხვა კაცს აჩვენებს. ვიდეო ოპოზიციონერმა ბლოგერმა ჰასან ხალიტოვმა გაავრცელა. რამდენიმე დღეში ბლოგერმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა. მასში ასახულია მინისტრის მოადგილის საბანკო გადარიცხვების სქრინშოტები. ეს ფული მას, სავარაუდოდ, ინფორმაციის გაუვრცელებლობისთვის გამოსძალეს. ხალიტოვი ამბობს, რომ ორივე ვიდეო მას ანონიმურმა წყარომ გამოუგზავნა.
ვიდეოების გავრცელების შემდეგ ჩინოვნიკის გატაცება კრიზისულმა ჯგუფმა, «СК SOS»-მა დაადასტურა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ლგბტ პირთა დახმარებით არის დაკავებული.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთში ლგბტ პირებს ხშირად იტაცებენ, აწამებენ და ფიზიკურად უსწორდებიან.