1764916739
უცხოეთი
ჩეჩნეთში, „გროზნო-სიტის“ კომპლექსს დრონებმა შეუტიეს - დროებით დახურეს გროზნოს აეროპორტი
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, „გროზნო-სიტის“ კომპლექსს დრონებმა შეუტიეს. ამის შესახებ ჩეჩნური ტელეგრამ არხები იტყობინებიან.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, რამდენიმე რუსული Telegram-ის არხი აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში დაზიანებული მრავალსართულიანი შენობაა ასახული.
ჩეჩნეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.
გროზნოს აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის საფრთხის გამო დროებით დახურეს.