CENTCOM-ის ხელმძღვანელი: აშშ-მა ირანს 25 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი აუკრძალა
აშშ-მა საზღვაო ბლოკადის გზით ირანს 25 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი აუკრძალა და ისლამური რესპუბლიკის კუთვნილი 350 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის გაყინვასაც შეუწყო ხელი, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ვიდეომიმართვაში.
ადმირალი ბრედ კუპერი, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობს, ირანზე ზეწოლის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრობს იმ ფონზე, როდესაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებს აგრძელებს.
ირანმა ნავთობის გადაზიდვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო დერეფანი, ფაქტობრივად, ჩაკეტა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, რამაც ნავთობის გლობალური ფასების ზრდა გამოიწვია.
კუპერის განცხადებით, აშშ-ის ძალები გემებს ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებაში ეხმარებიან. გასული კვირის განმავლობაში მათ 400 სავაჭრო გემს გაუწიეს დახმარება, ხოლო ომის დაწყებიდან დღემდე სრუტიდან მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის გატანას შეუწყვეს ხელი.
მისივე თქმით, თებერვლიდან მოყოლებული, ირანის მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად 20-ზე მეტი სამოქალაქო მეზღვაური დაიღუპა.
Update from CENTCOM Commander: https://t.co/YR9yHJ5IQB
— U.S. Central Command (@CENTCOM) October 16, 2026