1784059997
უცხოეთი
CENTCOM ირანზე ახალ დარტყმებს ადასტურებს, ამერიკული ძალების მიერ საზღვაო ბლოკადის განახლების მზადების პარალელურად
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ირანზე ახალ დარტყმების განხორციელებას ადასტურებენ, რომელიც უკვე მეოთხე ღამეა გრძელდება.
„იერიშების მიზანია ირანის იმ შესაძლებლობების შესუსტება, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმებისთვის გამოიყენება. დარტყმები ხორციელდება მაშინ, როდესაც ამერიკული ძალები ირანის პორტებისა და სანაპირო ზონების საზღვაო ბლოკადის განახლებისთვის ემზადებიან“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.