Loading data...
CBS News - ტრამპმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსება გამოყოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას განიხილავს. აშშ-ში დიპლომატიური წყაროების ცნობით, ეს შეიძლება სულ მცირე რამდენიმე მილიარდი იყოს, - ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროებმა აღნიშნეს, რომ ახალი დაფინანსება შესაძლოა რუსეთისთვის გზავნილის გაგზავნას ისახავდეს მიზნად, რომელმაც ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ დრონებითა და სარაკეტო დარტყმები განახორციელა“.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპს ხელთ აქვს 3.85 მილიარდი დოლარი, რომელიც დარჩა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, სამხედრო ხარჯების შემცირების უფლებამოსილებიდან.

ეს თანხა შესაძლოა, გამოიყენონ უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო ტექნიკის გასაგზავნად.