1775234181
უცხოეთი
CBS News-ის ცნობით, F-15 ტიპის ამერიკული გამანადგურებლის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება
„სამხრეთ ირანში ჩამოგდებული F-15 ტიპის ამერიკული გამანადგურებლის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, - ამის შესახებ CBS News-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ და CBS News-ის მიერ გადამოწმებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ დაფრინავს საწვავით სავსე ორი გამანადგურებელი ირანის ერთ-ერთი პროვინციის თავზე.
მოგვიანებით, კი CBS News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს.
როგორც მედია წერს, F-15-ის ეკიპაჟი სულ ორი ადამიანისგან შედგება.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმირებულია.