Loading data...
CBS News - აშშ შიშობს, რომ ისრაელი ლიბანში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება

ღაზას სექტორში მიმდინარე ომის ფონზე, ვითარება იძაბება ისრაელის საზღვარზე ლიბანთან, სადაც ირანის მიე მხარდაჭერილი ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ აქტიურობს. 

CBS News-ის ცნობით, აშშ შეშფოთებულია, რომ იქ, შესაძლოა, ახალი ფრონტი გაიხსნას და ეს გაზრდის ისრაელის საჭიროებას ამერიკულ იარაღზე.

„ომის დაწყების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია „გააფთრებით მუშაობდა კულისებში“, რათა შეემცირებინა ომის გაფართოების ალბათობა. ახლა კი ვაშინგტონში შიშობენ, რომ ისრაელის ბოლოდროინდელი დარტყმების გაძლიერება ლიბანის ტერიტორიაზე არის მზადება იმისთვის, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ აქტივობის განეიტრალების მიზნით სრულმასშტაბიანად შეიჭრება ლიბანში“, - აღნიშნავს მედიასაშუალება. 

ომი ახლო აღმოსავლეთში: უახლესი ამბები

ისრაელი მძევლების სახლებში დაბრუნების მიზნით „ჰამასთან“ ომის შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ზავი, შესაძლოა, 42 დღით დაიდოს, მაგრამ ომის სრულ დასრულებაზე საუბარი არ არის.