CBS News: აშშ-მა, შესაძლოა, ირანს ამ კვირას დაარტყას, ტრამპი გადაწყვეტილების მიღების პროცესშია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე შესაძლო დარტყმების შესახებ და მის განხორციელების ვადებზე ისაუბრა. ამის შესახებ RBC CBS News-სა და CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება.
„18 თებერვალს ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა ტრამპს განუცხადეს, რომ სამხედროები ირანზე პოტენციური დარტყმებისთვის მზად არიან“, - განაცხადეს წყაროებმა.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება დარტყმის დაწყების შესახებ.
„ის დიდ დროს უთმობს ამაზე ფიქრს“, - აცხადებს მედიასაშუალების წყარო.
ინფორმაციისთვის, 17 თებერვალს, ჟენევაში გაიმართა აშშ-სა და ირანის შეხვედრა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა „სახელმძღვანელო პრინციპების ერთობლიობაზე“, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ბევრი დეტალი ჯერ კიდევ განსახილველია“.