1789206261
უცხოეთი
ბულგარეთში თავდაცვის მრეწველობის ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
ბულგარეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თავდაცვის ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ერთ საწყობს გაუჩნდა, შემდეგ კი სხვა საწყობებსაც გადაედო. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
ქარხანა კომპანია EMCO-ს ეკუთვნის. საწარმოს ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციამ და მაშველებმა საწარმოს ტერიტორიას ალყა შემოარტყეს. ამჟამად ტერიტორიის შესწავლა დრონების მეშვეობით მიმდინარეობს, რადგანაც ახალი აფეთქებების საფრთხე არსებობს.
ეს ერთი თვის განმავლობაში EMCO-ს ობიექტებზე ამ ტიპის მეორე ინციდენტია. 10 აგვისტოს აფეთქებები კომპანიის სხვა საწყობში მოხდა, რომელიც ქალაქ ბელიცას მახლობლად მდებარეობს.
EMCO ბულგარელ ბიზნესმენს ემელიან გებრევს ეკუთვნის, რომელიც იარაღის ბიზნესით არის დაკავებული.