Loading data...
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

19 აპრილს დილით ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათიდან დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებიც მიიღებენ.

კენჭის ყრის პროცესი საღამოს 8:00 საათზე დასრულდება. 

17 აპრილს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის რუმენ რადევის პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35%-ია, რაც ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელზე მაღალია.

ქვეყნის მასშტაბით 12 000-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთა უმეტესობა სპეციალიზებულ ხმის მიცემის აპარატებს გამოიყენებს.

არჩევნებში 24 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობს: 14 პარტია და 10 კოალიცია.

პირველი არაოფიციალური შედეგები საღამოს 8:00 საათზე გახდება ცნობილი. 

„დამკვირვებლები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ყოფილი პრეზიდენტის „პროგრესული ბულგარეთის“ კოალიციის გამარჯვების მიმართ“, - წერს „დოიჩე ველე“