Loading data...
ბულგარეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მოულოდნელად განაცხადა, რომ 20 იანვარს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ BGNES-ი იუწყება. 

საგანგებო მიმართვისას, ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მოქალაქეებს „ბოლო მიმართვას“ უცხადებს.

„20 იანვარს დილით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დავწერ. დარწმუნებული ვარ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა პრეზიდენტის პოსტზე ჩემი ღირსეული შემცვლელი იქნება“, - განაცხადა რადევმა.

რადევი პრეზიდენტად პირველად 2016 წელს, ხოლო მეორედ 2017 წელს აირჩიეს.