Loading data...
ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი ივნისში ჩატარდება - Politico

უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ბუდაპეშტში მომავალ თვეში დაგეგმილ ლგბტ პრაიდის ჩატარებას ხელს არ შეუშლიან. ამის შესახებ Politico იტყობინება. 

სამართალდამცველებმა ასევე მიიღეს ზომები სამი კონტრდემონსტრაციის წინააღმდეგ: ისინი გადაიტანეს სხვა ლოკაციაზე, ლგბტ მარშის მარშრუტისგან მოშორებით.

„ჩვენ მთელი გულით მივესალმებით ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო გასული წლის დემონსტრაციაში, ასევე მათ, ვისაც კვლავ სწამს თანასწორი უფლებებისა და დემოკრატიული უნგრეთის, და მათ, ვისაც სურს დემოკრატიაზე გადასვლის ხელახლა აღნიშვნა“, - განაცხადეს ბუდაპეშტის პრაიდის ორგანიზატორებმა.

პრაიდი 27 ივნისს არის დაგეგმილი. 

ინფორმაციისთვის, 2025 წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის ღონისძიების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. 

2025 წელს უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. მმართველი პარტიის ამ ინიციატივის მომხრე 136 დეპუტატი იყო, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის შეიძლება ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს.