Loading data...
ბუდაპეშტის ლიბერალი მერი: აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში პრაიდის მსვლელობა გაიმართება

„ბუდაპეშტის მერია 28 ივნისს ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობას ჩაატარებს და დღის მთავარ ღონისძიებად აქცევს“, - წერს Facebook-ზე ქალაქის ლიბერალი მერი გერგეი კარაჩონი. მან პირობა დადო, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, შეკრება მაინც გაიმართება.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქალაქო საბჭომ განცხადება შეკრებების შესახებ, კანონის ფარგლებში არ გააკეთა, ამ აკრძალვას არანაირი ღირებულება არ აქვს“, - დაწერა კარაჩონიმ. თემაზე The Guardian მუშაობს. 

როგორც მედია იუწყება, ბუდაპეშტის ლიბერალ მერს ევროპარლამენტარებიც ეთანხმებიან და 28 ივნისს, პრაიდზე დასასწრებად ჩასვლას გეგმავენ. 

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აკრძალვის მცდელობის შემდეგ, 70-მდე ადამიანი გეგმავს სოლიდარობის გამოხატვას ლგბტქ+ მსვლელობაზე“, - ვკითხულობთ მედიაში.

აღმოჩნდა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ლიბერალური, მემარცხენე და მწვანეთა ჯგუფებმა პირობა დადეს, რომ 28 ივნისს ბუდაპეშტში იქნებიან.