1768643306
უცხოეთი
ბუდანოვის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ განაცხადა, სადაც ის ამერიკელ პარტნიორებთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ბუდანოვი Telegram-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრების სერიას გამართავს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან რუსტემ უმეროვთან და სახალხო დეპუტატ დავით არახამიასთან ერთად.
„დაგეგმილია სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და დენიელ დრისკოლთან ერთობლივი შეხვედრა. უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება. ჩვენ შედეგების მისაღწევად ვმუშაობთ“, - წერს ის.