Loading data...
ბუდანოვი: მივიღე პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზება, ვუხელმძღვანელო პრეზიდენტის ადმინისტრაციას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა მიიღო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შესახებ. ამის თაობაზე ბუდანოვმა Telegram-ზე დაწერა. 

„მივიღე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება, ვუხელმძღვანელო პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ვაგრძელებ უკრაინის სამსახურში ყოფნას“, - დაწერა ბუდანოვმა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის კიდევ ერთ ეტაპად მიიჩნევს.

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, უკრაინისთვის ამ ისტორიულ დროს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების კრიტიკულ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება. გმადლობთ ნდობისთვის!“, - ხაზგასმით აღნიშნა ბუდანოვმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა თანამებრძოლს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო დირექტორატს ერთობლივი მუშაობისთვის.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი წვლილის შეტანა - დავამარცხოთ მტერი, დავიცვათ უკრაინა და ვიმუშაოთ სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა უკრაინის თავისუფალი და უსაფრთხო მომავლისთვის!“, - დასძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა.