Loading data...
ბრიუსელში მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა - არიან დაღუპულები და დაკარგულები

ბრიუსელში, მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა

როგორც მედია წერს, ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. 6 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

ადგილობრივი შრომის ინსპექციის განცხადებით, ხანძარი ბრუკერის მოედანზე, შენობაში გაჩნდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. 

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის დროს სამშენებლო მოედანზე 200-ზე მეტი მუშა იმყოფებოდა და სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩვენ შეზღუდული წვდომა გვქონდა ლიფტის ორი კაბინეტიდან ერთ-ერთზე და იქ დავინახეთ, რომ ორი ან სამი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყო“, - განუცხადა სააგენტოს ინსპექციის წარმომადგენელმა ბრეხტ სპეიბრუკმა.