Loading data...
ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც არსებული წამლების მიმართ მდგრადია

დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელშიც ორი შტამი გაერთიანდა და ის არსებული პრეპარატების მიმართ მდგრადია. ამის შესახებ Daily Star იუწყება.

„ჰიბრიდული“ ვირუსი აზიიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნებულ ტურისტს აღმოუჩინეს. ეს ფაქტი შესაბამისმა ტესტებმაც დაადასტურა.

როგორც აშშ-ის უნივერსიტეტის მედიცინის კათედრის დოცენტი ემორი ბაგუმ ტიტანჯი აცხადებს, მაიმუნის ყვავილის ვირუსის ევოლუცია იმით არის გამოწვეული, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამ დაავადებას ყურადღებას არავინ აქცევდა. თუ ახლა გადამჭრელი ზომების მიღება არ მოხდა, ვირუსი შეიძლება პლანეტაზე სწრაფად გავრცელდეს. ახალი შტამი არა მხოლოდ სამკურნალო პრეპარატების მიმართ არის მდგრადი, არამედ მისი აღმოჩენა ტესტირების არსებული სისტემით ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია და ის ადამიანებში სწრაფად ვრცელდება.

ბრიტანელი მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რადგანაც, ამ შემთხვევაში, დაავადების მწვავე ფორმის აცილებაა შესაძლებელი.