Loading data...
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე შეტევა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კვიპროსზე განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზა RAF Akrotiri-ზე შეტევა, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს

„ჩვენი ძალების დაცვა რეგიონში უმაღლეს დონეზეა და ბაზამ ჩვენი ხალხის დასაცავად რეაგირება მოახდინა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა.

მას მსხვერპლის ან დაზიანების შესახებ არ უსაუბრია.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ ირანი „განურჩეველ თავდასხმებში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბრიტანელი სამხედროები და იქ მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხის წინაშე დგანან.